2020 წლის მიწურულს საათების ენთუზიასტთა ყურადღება უდავოდ “როლექსმა” მიიპყრო. შვეიცარულმა ბრენდმა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერია განაახლა. “საბმარინერის” ახალი თაობა ჯამში 7 მოდელსიგან შედგება, მათ შორისაა საბაზისო “no date” მოდელი – Ref: 124060.
წინამორბედისგან (Ref: 114060) განსხვავებით, ახალი მოდელის კორპუსის დიამეტრი 1 მმ-ით გაიზარდა და 41 მმ გახდა. შემცირდა ბეზელის სიგანე. ოდნავ შევიწროვდა სამაჯურისა და კორპუსის დამაკავშირებელი ღერძების სიგანეც. მცირედით გადახალისდა ასევე ოისტერის სტილის მეტალის სამაჯური.
მთავარი მაინც ტექნიკური მხარეა. “როლექსმა” ამჯერად განსხვავებული კალიბრი შემოგვთავაზა. ახალი ავტომატური კალიბრი “3230” ინოვაციური დაბრკოლების სიტემით (Chronergy) არის აღჭურვილი და 70 საათიანი სვლის რეზერვით გამოირჩევა. საბაზისო ვარიანტის გარდა, ცვლილებები შეეხო “საბმარინერის” სხვა მოდელებსაც:
- Submariner Date – Ref: 126610LN: ხსენებული სიახლეების გარდა, “3235” კალიბრით გამოვიდა ბაზარზე
- “Kermit” – Ref: 126610LV: მოდელი შავი ციფერბლატითა და მწვანე ბეზელით
- “ბიქალორი” – Ref: 126613LB: მოდელი ლურჯი ციფერბლატით, მეტალისა და ოქროს კომბინაციით
- Ref: 126619LB: მოდელი შავი ციფერბლატითა და ლურჯი ბეზელით