Now Reading
Patek Philippe ლეგენდარული “ნაუტილუსის” წარმოებას წყვეტს

Patek Philippe ლეგენდარული “ნაუტილუსის” წარმოებას წყვეტს

“ნაუტილუსი” Patek Philippe-ის ალბათ ყველაზე ცნობილი და პოპულარული მოდელია. 1976 წელს ჯერალდ ჯენტას დიზაინით შექმნილი Patek Philippe Nautilus პირველი სპორტული საათი იყო ტრადიციული შვეიცარიული მანუფაქტურის პორტფელში და, ამავე დროს, პირველი მოდელი, რომელიც ძვირფასი ლითონისგან არ იყო დამზადებული. თავდაპირველი სკეპსისის მიუხედავად, მოგვიანებით პუბლიკამ საათი დიდი აღტაცებით მიიღო, რამაც 2006 წელს “პატეკ ფილიპს” მისი წარმოების განახლება გადააწყვეტინა.

ამ წლის დასაწყისში კი იუველირებმა და პატეკ ფილიპის ავტორიზებულმა რითეილერებმა მიიღეს ე.წ. “run-out” სია, რომელშიც, სხვა 15 მოდელთან ერთად, “ნაუტილუსიც” არის მოხსენიებული (მოდელი 5711/1A-010). ეს კი იმას ნიშნავს, რომ “ნაუტილუსის” აქტუალური მოდელის წარმოება შეწყდება.

ჩანაცვლდება ნაუტილუსი მემკვიდრით?

ძნელად წარმოსადგენია, რომ “პატეკ ფილიპის” მოდელების პორტფელში ყველაზე გაყიდვადი საათი მემკვიდრის გარეშე დარჩეს. სავარაუდოდ, “პატეკ ფილიპი” მას განახლებული მოდელით ჩაანაცვლებს. თუ როგორი იქნება ახალი “ნაუტილუსი”, დრო გვაჩვენებს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალ მოდელს თეთრი ოქროს კორპუსი ექნება.  ამ ნაბიჯით უძველესი ჟენევური მანუფაქტურა დაუბრუნდება ტრადიციას, რომლის მიხედვითაც ის საათის წარმოებაში მხოლოდ ძვირფას ლითონებს გამოყენებს.

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

ყველა უფლება დაცულია © watch-artisan.com